სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

სოფიო მაჭავარიანის ნახატების გამოფენა

სოფიო მაჭავარიანის ნახატების გამოფენა

სტუდენტური სერვისის ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” “საოფისე საქმის” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სოფიო მაჭავარიანის ნახატების გამოფენა მოეწყო. ნამუშევრების დათვალიერება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. სსიპ - კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა მხატვარს შემოქმედებით საქმიანობაში. კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა შემოქმედებითი უნარის აღიარებასა და მხარდაჭერას როგორც სწავლის პერიოდში, ისე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგაც.

დასაქმების ფორუმი „თეგეტა მოტორსი“

დასაქმების ფორუმი „თეგეტა მოტორსი“

20 მაისს სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" თეგეტა მოტორსის დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. თეგეტა მოტორსი არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. კოლეჯი თავისი საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების (საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამებში ცვლილებების შეტანის პროცესში. თეგეტა მოტორსი კოლეჯის პარტნიორია 2012 წლიდან და მუდმივად ხდება კოლაბორაცია როგორც დასაქმების, ისე პროფესიული საგანამათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ამ შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და საზეიმოდ მოეწერა მას ხელი. თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, ასევე, პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნეს მიმდინარე ვაკანსიები, რომელზე განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ პირებს ადგილზევე შეეძლოთ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და სპეციალური გათამაშების შედეგად, მონაწილეებს საჩუქრებიც გადაეცათ. პროფესესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მიზნით, კოლეჯის სივრცეში განთავსდა თეგეტა მოტორსის ბანერი და სამომავლოდ, მასზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ კომპანიის აქტიურ ვაკანსიებს. სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" მიესალმება კერძო სექტორის ინიციატივებს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პროფესიულ განათლებაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალში პროფესიული განათლების პოლიტიკის წარმართვაზე.

პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთვრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთვრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ GIZ-ის მედიატორობით შემუშავებული პროფესიული მომზადების პროგრამების: „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟისა“ და „მსუბუქი ავტომობილების დიაგნოსტირების“ კურსდამთვრებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემი ცერემონია გაიმართა. ღონისძიება კოლეჯის დირექტორის ნოდარ ხარაზიშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. პროგრამები, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შემუშავდა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი კადრების მომზადებას ითვალისწინებს. პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia პროფესიული უნარების სააგენტოს ზრდასრულთა განათლების მიმართულების მენეჯერი ანა შენგელია მიესალმა კურსდამთვრებულ მსმენელებს და მათ კარიერული წინსვლა უსურვა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ სიბოშვილმა პირადად მიიღო მონაწილეობა სერტიფიკატების გადაცემაში და სამინისტროს სახელით, მუდმივი მხარდაჭერა გამოუცხადა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას პროგრამების შემუშავებასა და სწავლა-სწავლების პროცესში. პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა კოლეჯისა და კომპანია „დიოს” კოლაბორაცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კოლეჯის პარტნიორი კომპანია _ შპს „დიოს“ წარმომადგენლები, მათ შორის, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული მომზადების პროგრამის „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟის“ პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდა სწორედ შპს „დიოს“ ბაზაზე. Dio . დიო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) GIZ Alumni Georgia წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი მოქმედი ლაბორატორიებითა და სახელოსნოებით, გაეცნენ მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამებს, დაინტერესდნენ რეგისტრაციის პროცედურებითა და სტატისტიკით. წარმოდგენლებს შორის იყვნენ GIZ პროექტის მენეჯერი იზაბელ რაპპი. პროგრამის ექსპერტი მარიკა ზაქარეიშვილი და სხვები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აქტიურად განაგრძობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელების მხარდაჭერას და პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერით გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს სხვადასხვა აქტივობების განახორციელებს. დღის წესრიგით, მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯში არსებული „რობერტ ბოშის“ რესურს ცენტრი, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა პროგრამების განხორციელების პროცესში. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელი - ალექსანდრე დოლიძე დაესწრო ღონისძიებას და კოლეჯთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა.

სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ქვეყნიდან მიგრაციის შესახებ

სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ქვეყნიდან მიგრაციის შესახებ

2024 წლის 25 აპრილს, სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის თემაზე. ტრენინგი დაიგეგმა გაეროს მიგრაციის სააგენტოსთან შეთანხმებით. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი თემების განხილვა: უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირში / ბოლო მონაცემები/ტენდენციები, არალეგალური მიგრაციის რისკები / ტრეფიკინგი, სეზონური / ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ და სხვა თემები. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის ცნობიერების ამაღლება ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აირიდონ უკანონო მიგრაცია, შრომითი ექსპლუატაციის რისკები, იცოდნენ პროცედურულად რას მოიცავს შენგენის ზონაში გამგზავრება და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი თავშესაფრის მოთხოვნა.

დედაენის დღე

დედაენის დღე

დედაენის დღის აღსანიშნავად, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ლიტერატურული შეჯიბრება და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები. კონკურსში მონაწილეობდნენ არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებიც, რომელთაც მონაწილეობისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. შეჯიბრება ქართული ენის მოდულის განმახორციელებლის ნინო სირაძის ორგანიზატორობით მოეწყო, რისთვისაც კოლეჯი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მას. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები. "1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი" - აღნიშნა ნოდარ ხარაზიშვილმა და მოუწოდა პროფესიულ სტუდენტებს, დაიცვან ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებული მშობლიურ ენა.

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა და პროფესიულმა მასწავლებელმა ბექა კილასონიამ ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს.კოლეჯი ახორციელებს მრავალმხრივ სადიპლომო პროგრამებს: ბუღალტერია, ოფისის წარმოება, სამკერვალო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გრაფიკული და ინდუსტრიული დიზაინი, ასევე ავტომობილების ტექნიკური მომსახურება.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საფინანსო სერვისების პროგრამას, რომელიც სტუდენტებს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში სტაჟირების და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.როგორც ნოდარ ხარაზიშვილმა აღნიშნა, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ზოგ პროგრამაზე 64–70%-ს შეადგენს, ხოლო ცალკეულ მიმართულებებზე – 100%.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44