კოლეჯის მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია
თითოეული პროფესიული სტუდენტისათვის/მსმენელისთვის ხელმისაწვდომი, სრულფასოვანი, დინამიური, ხარისხიანი პროფესიული სწავლებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზართან ადაპტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათი შემდგომი დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პერსპექტივით.
ხედვა
2025 წლისათვის კოლეჯი იყოს კერძო და სახელმწიფო სექტორებისათვის მიმზიდველი პარტნიორი და მიმართულებების შესაბამისად დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე.
ღირებულებები
პროფესიონალიზმი, თანამშრომლობითი გარემოს შექმნა, გუნდური მუშაობა, სწავლის თანაბარი შესაძლებლობა, საჯაროობა, ნოვაცია, პროფესიული განვითარება