კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა სამუშაოები.კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს კოლეჯის მისიაში გაცხადებულ მიზნებთან და ორიენტირებული უნდა იყოს მათ შესრულებაზე, უნდა გამომდინარეობდეს დაწესებულების ხედვიდან, აზუსტებდეს მას კონკრეტული მიზნებით. სტრატეგიული გეგმის შედგენისას ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის/რეგიონის პრიორიტეტები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინი.ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მოგვმართონ ნებისმიერი წინადადებითა თუ შენიშვნით ელექტრონულად, ასევე ადგილზე კოლეჯში არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრამდე.დამატებით გაცნობებთ, რომ პროექტი წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ვერსიას და საბოლოო, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეჯერებული საბოლოო ერთობლივი ნაშრომი დამატებით განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.გეგმის დეტალურად გაცნობის მიზნით, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ თანდართული PDF ფაილი.მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, N44
(გლდანი, მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის).

ტელ: 032 2-140-314; 2-140-315
მეილი: profgldaniedu@gmail.com
კოლეჯის ადმინისტრაცია