სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლოპროგრამებზე:✅ ბუღალტრული აღრიცხვა;✅ კომპიუტერული ქსელი და სისტემები;✅ ინდუსტრიული დიზაინის შესრულება;✅ გრაფიკული დიზაინი;✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;✅ მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;✅ ადმინისტრაციული სერვისები.რეგისტრაცია შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.geშენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე - „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“.ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.geკოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციადამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის2-140314, 2-140315

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო-ს გამარჯვებული — შორენა შონიას წარმატების გზა

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო-ს გამარჯვებული — შორენა შონიას წარმატების გზა

„გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომას ფასი აქვს და რაიმეს შექმნისთვის დახარჯული ენერგია არც ერთ შემთხვევაში არ დაიკარგება ფუჭად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულის გადალახვა მომიწია, რამაც გარკვეული უნარ-ჩვევები გამომიმუშავა და არასდროს მიფიქრია, რომ გარემოებებს შეუძლიათ ადამიანის შესაძლებლობების შეზღუდვა“ – ამ სიტყვებით ვიწყებთ ინტერვიუს წლევანდელი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ სტუდენტთან, შორენა შონიასთან.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე – გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა, რომელშიც კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და ჰუმანური ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი სურვილით გაიღეს სისხლი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯის სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობისადმი მის აქტიურ ჩართულობას. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და სოლიდარობის კულტურის განმტკიცებას. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ 2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებული გახდა კოლეჯის სტუდენტი — შორენა შონია, ნომინაციაში „წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“.პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და მისი მნიშვნელობის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პროცესში.განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომლის მხარდაჭერასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროფესიული განათლების განვითარებაში, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისებასა და მათი წარმატებული პროფესიული მომავლის ფორმირებაში.კოლეჯი მადლობას უხდის კონკურსში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და პარტნიორს პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის. მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ავლენს წარმატებულ სტუდენტებს, არამედ აძლიერებს მოტივაციას, ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და ქმნის გარემოს, სადაც შრომა, ცოდნა და პროფესიონალიზმი სათანადოდ ფასდება.შორენა შონიას წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესიული განათლება რეალურ შესაძლებლობებს ქმნის და მომავლის წარმატებული პროფესიონალების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პროფესიული სტუდენტებისთვის საახალწლო-საშობაო არდადეგები ცხადდება

პროფესიული სტუდენტებისთვის საახალწლო-საშობაო არდადეგები ცხადდება

2025 წლის 27 დეკემბრიდან2026 წლის 11 იანვრის ჩათვლითსასწავლო პროცესი განახლდება ორშაბათს, 2026 წლის 12 იანვარს

2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვები

2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვები

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დაწყებულია 2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვები, რომელშიც ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ჩაერთვებით.2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა სამუშაოები. დოკუმენტი მუშავდება გუნდურად, აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე, კვლევების/პროგნოზების, წინა წლი(ებ)ის სამოქმედო გეგმების შეფასების, შედეგების, ანალიზის, ანგარიშებისა და დასკვნების გათვალისწინებით და სხვა აპრობირებული მეთოდოლოგიით.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა ასახავდეს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად.ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, აქტიური ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის 2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მოგვმართონ ნებისმიერი წინადადებითა თუ შენიშვნით ელექტრონულად, ასევე ადგილზე კოლეჯში არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრამდე.დამატებით გაცნობებთ, რომ პროექტი წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ვერსიას და საბოლოო, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეჯერებული საბოლოო ერთობლივი ნაშრომი დამატებით განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.წინასწარ მადლობთ თანამშრომლობისათვის.გეგმის დეტალურად გაცნობის მიზნით, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ თანდართული PDF ფაილი.მის: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 (გლდანი, მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის). ტელ: 032 2-140-314; 2-140-315 მეილი: profgldaniedu@gmail.com კოლეჯის ადმინისტრაცია

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44