სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

2024 წლის 18 ოქტომბერს კოლეჯში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამჯერად, ვაკანსიები წარმოდგენილი იყო საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ მიერ.. #გუდვილი დამსაქმებელმა სტუდენტებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით დასაქმება შესთავაზა (მათ შორის, კომფორტული გარემო, უსაფრთხოება, ანაზღაურება და დასაქმებულთა სხვადასხვა უფლებების დაცვა). კარიერული განვითარების სერვისის ფარგლებში, კოლეჯი აგრძელებს თანამშრომლობას გუდვილთან და აპლიკაციის შევსებას სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციაში. გისურვებთ წარმატებას.. საქველმოქმედო კლუბის ფარგლებში, დღეს კოლეჯში სისხლის დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა/მსმენელებმა. თითოეულის მიერ გაღებული სისხლით შეიძლება მინიმუმ სამი ადამიანის გადარჩენა... 'გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე'..

მიმდინარე წლის 15 მაისს, კოლეჯს ბელგიის დელეგაცია ესტუმრა

მიმდინარე წლის 15 მაისს, კოლეჯს ბელგიის დელეგაცია ესტუმრა

შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) IOM Georgia საქართველოს წარმომადგენლობის შუამდგომლობით შედგა. ვიზიტის მიზანი იყო ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით უკან დაბრუნებითი პროგრამის მონიტორინგი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ქართველი მიგრანტების დასაქმებისა და პროფესიული მომზადება- გადამზადების შესაძლებლობების განსაზღვრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. სტუმრები გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კოლეჯის ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიასა და სახელოსნოებს, დაათვალიერეს ფაბლაბი და საგამოფენო სივრცეები. კოლეჯი ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს სთავაზობს თანამშრომლობას შესაძლებლობების ფარგლებში.

წარმატებული კურსდამთავრებულთა შეხვედრა სტუდენტებთან

წარმატებული კურსდამთავრებულთა შეხვედრა სტუდენტებთან

კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, 19 ივლისს ახლადჩარიცხული სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელთაც გამოცდილება გაუზიარეს მომავალ სტუდენტებს და უპასუხეს მათთვის დასმულ შეკითხვებს, რომელიც კოლეჯში სწავლებას და დასაქმების პერსპექტივებს შეეხებოდა. კლუბის ფარგლებშიც, მუდმივად ხდება წარმატების ისტორიების გაზიარება და კურსდამთავრებულებისა და მოქმედი სტუდენტების პროფესიული დაკავშირება. კურსდამთავრებულების ჩართვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.

ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. სსიპ _ კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით. ამ მიზნით, დღეს პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტერაქციული შეხვედრა ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის შესახებ. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა და ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგები. შეხვედრის ფარგლებში, 100-მდე პროფესიულ სტუდენტს აუმაღლდა ცნობიერება ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შესახებ, რაც, დადებითად აისახება მომავალში ნარკოდამოკიდებულთა სტატისტიკის შემცირებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე. ერთად გადავჭრათ ნარკომანიასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები და გავაძლიეროთ ქმედებები საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.

ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი

ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი

სპორტის კლუბის ფარგლებში, სსიპ _ კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა. ტურნირი ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. საფეხბურთო ჩემპიონატის გარდამავალი თასი “მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთების” პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ. დამატებით გამოვლინდა 5 საუკეთესო მოთამაშე, რომელთაც გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები. შერჩეული სტუდენტები სსიპ - კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” სახელით, იასპარეზებენ 25 ივნისს დაგეგმილ კოლეჯებს შორის ჩემპიონატზე. სსიპ _ კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” გამარჯვებას უსურვებს მათ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი

მიმდინარე წლის 17 ივნისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი. ტრენინგი ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მას სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" თითქმის ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი დაესწრო. ტრენინგის გავლის შედეგეად, მონაწილეებს გადაეცემათ სერიფიკატები.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44