სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტრაციას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე:
✅ ბუღალტრული აღრიცხვა;
✅ კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
✅ ინდუსტრიული დიზაინის შესრულება;
✅ გრაფიკული დიზაინი;
✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
✅ მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;
✅ ადმინისტრაციული სერვისები.
რეგისტრაცია შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge
შენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.
სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე - „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“.
ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და
სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge
კოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია
დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
2-140314, 2-140315