2020 წლიდან განათლების სისტემაში ამოქმედდა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რომლებიც 9-კლასდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღონ სრული ზოგადი განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია საშუალო განათლების ატესტატთან.„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ამ ეტაპზე ხორციელდება 4 ინტეგრირებული პროგრამა:
• გრაფიკული დიზაინი
• ვებ ტექნოლოგიები
• აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოები
• კომპიუტერული ქსელები და სისტემები
როგორც კოლეჯის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი აღნიშნავს, პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება – მაგალითად, მხოლოდ გრაფიკულ დიზაინზე 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.პროგრამის სავალდებულო ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელია და მოიცავს როგორც სასკოლო საგნებს, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პრაქტიკული დავალებების წყალობით, კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლესში ან დასაქმდებიან ადგილობრივ კომპანიებში.ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ანნა ყველაშვილი, რომელმაც მეორე კურსის შემდეგვე დაიწყო მუშაობა, ხოლო კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლესში გააგრძელა.ინტეგრირებული პროგრამები მჭიდროდ უკავშირდება ბიზნესის საჭიროებებს – კომპანიები ჩართულნი არიან როგორც სასწავლო გეგმის შედგენაში, ისე პრაქტიკული სივრცეების მოწყობაში, რათა კურსდამთავრებულები რეალური მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით გავიდნენ შრომის ბაზარზე.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი