დედაენის დღის აღსანიშნავად, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ლიტერატურული შეჯიბრება და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები. კონკურსში მონაწილეობდნენ არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებიც, რომელთაც მონაწილეობისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. შეჯიბრება ქართული ენის მოდულის განმახორციელებლის ნინო სირაძის ორგანიზატორობით მოეწყო, რისთვისაც კოლეჯი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მას. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები. "1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი" - აღნიშნა ნოდარ ხარაზიშვილმა და მოუწოდა პროფესიულ სტუდენტებს, დაიცვან ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებული მშობლიურ ენა.