სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

კოლეჯმა GT-მოტორსს მოტორსი უმასპინძლა

კოლეჯმა GT-მოტორსს მოტორსი უმასპინძლა

11 მაისს კოლეჯმა GT-მოტორსს უმასპინძლა. როგორც ცნობილია, 2021 წლიდან სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ აპლიკანტებს ავტომობილის მიმართულებით, სამი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზა, მათ შორის „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მოითხოვდა შესაბამისი სახელოსნოებისა და მოწყობილობების (ბოქსი, ავტომობილის ხიდური ამწე და ა.შ.) გამართვას, რომელიც განთავსდა დაწესებულების ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მაღალმა კონკურსმა კიდევ ერთხელ ცხადყო აღნიშნული სპეციალობის საჭიროება და მოთხოვნადობა. ამ სფეროში აქტუალურია პარტნიორობა კერძო სექტორთან. ამისათვის, კოლეჯი ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას, თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან. კოლეჯის ძირითადი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რათა სტუდენტებმა ორიენტირება მოახდინონ პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც გულისხმობს მათ სამუშაო გარემოსთან შეგუებას და პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას. პროგრამებიდან გამომდინარე, კოლეჯის მიერ წლების განმავლობაში გაფორმებულია 150-მდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ სფეროებში ჩართულ კომპანიებთან, რაც საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დიდ გამოცდილებაზე მიუთითებს. ვთანამშრომლობთ და მაქსიმალურ გათვლას ვახდენთ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რათა შრომის ბაზარზე ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებული იყვნენ. პარტნიორ კომპანიებს შორისაა ჯი-თი მოტორსიც, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში, დაწესებულებას გადასცა უამრავი სასწავლო ინვენტარი, მაკეტები, მანქანის ნაწილები, რომლითაც კიდევ უფრო სრულად აღიჭურვა ავტოსახელოსნო. ურთირთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული კადრების შესაბამისობას შრომის ბაზრის საჭიროებასთან, არის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც დააკავშირებს დამსაქმებელთა ინტერესებს სასწავლო დაწესებულებებთან. დამსაქმებლებს არსებითი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებაში, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ მომავლაში მიიღონ შრომის ბაზრის შესაბამისად მომზადებული, კომპეტენტური კადრები. მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, დაასაქმოს პროფესიული განათლების მქონე პირი, რომლის შერჩევისა და კვალიფიკაციის მინიჭების პროცესში მას, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობა აქვს მიღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები - მაკა კურდღელია და ნათია გვირჯიშვილი, რომელთაც პროფესიულ განათლებაში კერძო კომპანიების როლზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, მათი მხრიდან მუდმივ თანამშრომლობაზე.

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი

2022 წელს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ დაწესებულების მისიას, პროგრამებს, სასწავლო პროცესს.. მოინახულეს აუდიტორიები და სახელოსნოები. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გაესაუბრნენ პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროფესიული განათლების სისტემითა და სამოქმედო გეგმით. მათ წარმატებები უსურვეს კოლეჯს და გამოთქვეს მზაობა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროცესში. დელეგაციამ დეტალურად განიხილა ის პროექტები, რომელსაც კოლეჯი GIZ-ის დახმარებით ახორციელებს, მათ შორის, "ალუმინის და მეტალო პლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟის" პროგრამის დამატება და შემუშავება. GIZ განაგრძობს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების მხარდაჭერის ფარგლებში.

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებლები. ფესტივალი „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა 28-29 თებერვალს. გამოფენაში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები. დაინტერესებულ პირებს მიეცა საშუალება მიიღონ ინფორმაცია კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაემზადებინათ და მოეხატათ ხელნაკეთი ნივთები, ენახათ 3D პრინტერის მუშაობა და გაეცნონ მის სპეციფიკას. სსიპ – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ორგანიზატორებისგან გადაეცა სერტიფიკატი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.

BTEC-ის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯში

BTEC-ის ექსპერტების ვიზიტი კოლეჯში

2020 წლის 16 იანვარს, BTEC-ის ექსპერტები ესტუმრნენ კოლეჯს და გაიცნეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და პროგრამები, დაათვალიერეს სამკერვალო ლაბორატორია და ფაბლაბი. შეხვედრაზე მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია Pearson Education Limited-ის და BTEC-ის სტანდარტების შესახებ. დისკუსია ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების, სილაბუსებისა და შეფასების სისტემების გარშემო.

Erasmus+ პროექტის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი

Erasmus+ პროექტის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი

2020 წელს Erasmus+ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული ასოციაცია ″დრონის″ და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, ″თბილისი რუმს ჰოტელში″ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ″ამოიღეთ შესაძლებლობები″ გაიმართა. ღონისძიებაში 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დამსაქმებელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, სადაც გლდანის კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44