სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება

მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება

კოლეჯის ერთწლიანი (10.08.2023წ.-10.08.2024წ.) სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯის დირექტორის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით და უნდა ასახავდეს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად. სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას ყოველ დღე შაბათ- კვირის გარდა.

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

2023 წლის 22 ივნისს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სფერომ პირველად მიიღო სტუდენტები საშუალო პროფესიულ პროგრამებზე. 3-წლიანი სწავლების ციკლი დასრულდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით, რაც სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთაც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლის დასრულება მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს და ამასთან, სერტიფიკატები გადასცეს ინტეგრიებული მოდულების განმახორციელებლ მასწავლებლებს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებისა და პორტფოლიოების ჩვენება, პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია, კომპლექსური დავალებების შედეგად შექმნილი ბროშურებისა და კომიქსის წარდგენა.. სამწლიანი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიის პარალელურად მიიღეს სრული ზოგადი განათლება. კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მათ და გამოთქვამს მზაობას, დახმარება გაუწიონ აწ უკვე კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე.

ბელგიელი დელეგაციის ვიზიტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

ბელგიელი დელეგაციის ვიზიტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

15 მაისს, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" ბელგიიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის შუამდგომლობით შედგა. ვიზიტის მიზანი იყო ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით უკან დაბრუნებითი პროგრამის მონიტორინგი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ქართველი მიგრანტების დასაქმებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების შესაძლებლობების განსაზღვრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

GIZ-ის წარმომადგენლების ვიზიტი - პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის

GIZ-ის წარმომადგენლების ვიზიტი - პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის

2022 წლის 11 ნოემბერს კოლეჯს GIZ-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაცია გერმანიიდან სპეციალურად პროფესიული განათლების სისტემის შესწავლისა და ხელშეწყობის მიზნით იყო ჩამოსული. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ″მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების″, ″მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების″ და ″მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების″ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით. პროფესიულ კოლეჯში მასწავლებლები ჩაერთნენ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, გაესაუბრნენ კოლეჯის სტუდენტებს და შეხვდნენ ლატვიელ კოლეგებს. ასევე, ეწვივნენ კოლეჯის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს, სადაც იხილეს სხვადასხვა ტექნიკისა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკა. სასწავლო ვიზიტში მონაწილე პროფესიული განათლების პედაგოგებმა ადგილზე იხილეს საწარმოო პროცესი, გაიცნეს ადგილობრივი კოლეგები და გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით, პარასკევს 19 ივლისს მოეწყო პროექტში გამარჯვებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შეხვედრა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება.

კრიზისული ცენტრის ბავშვების სტუმრობა კოლეჯში

კრიზისული ცენტრის ბავშვების სტუმრობა კოლეჯში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია ″სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან″ ერთად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისისა და რეგიონების კრიზისულ ცენტრებში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებასთან ადაპტირებისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოძიება და გაცნობა. დახმარება ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან მეორეზე ტრანზაციის პროცესში. ″ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის″ მონაწილე ბავშვები 11 მაისს პროფორიენტაციის ფარგლებში, გლდანის კოლეჯს ესტუმრნენ, მათ დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ არსებულ პროფესიულ პროგრამებს, სტუმრებს მეგზურობას უწევდა კოლეჯის დირექტორი, ბატონი ნოდარ ხარაზიშვილი. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მხარდაჭერა.

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მონაწილეობდა ახალციხის საგანმანათლებლო ფესტივალში

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მონაწილეობდა ახალციხის საგანმანათლებლო ფესტივალში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ახალციხეში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფესტივალი. სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ფესტივალზე გამართა მასტერკლასები ვიზიტორებისთვის და წარადგინა პროფესიული პროგრამები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესინჯათ პრაქტიკული უნარები და უკეთ გაეცნოთ კოლეჯის პროფესიულ მიმართულებებსა და პროგრამებს. ღონისძიებამ გააერთიანა საინფორმაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობები, რაც ყველა ასაკის სტუმრისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44