სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები / შიდა ღონისძიებები

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

2023 წლის 22 ივნისს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სფერომ პირველად მიიღო სტუდენტები საშუალო პროფესიულ პროგრამებზე. 3-წლიანი სწავლების ციკლი დასრულდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით, რაც სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთაც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლის დასრულება მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს და ამასთან, სერტიფიკატები გადასცეს ინტეგრიებული მოდულების განმახორციელებლ მასწავლებლებს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებისა და პორტფოლიოების ჩვენება, პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია, კომპლექსური დავალებების შედეგად შექმნილი ბროშურებისა და კომიქსის წარდგენა.. სამწლიანი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიის პარალელურად მიიღეს სრული ზოგადი განათლება. კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მათ და გამოთქვამს მზაობას, დახმარება გაუწიონ აწ უკვე კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე.

2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება

2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება

კოლეჯის ერთწლიანი (10.08.2022წ.-10.08.2023წ.) სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯის დირექტორის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით და ასახავს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს. სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44