მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“გაცნობებთ, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე: vet.geიმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2-200-220.პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესიდამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების შესახებ ინფორმაცია.კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოტივაციური გასაუბრების თარიღები იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.გისურვებთ წარმატებებს!