კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, 19 ივლისს ახლადჩარიცხული სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელთაც გამოცდილება გაუზიარეს მომავალ სტუდენტებს და უპასუხეს მათთვის დასმულ შეკითხვებს, რომელიც კოლეჯში სწავლებას და დასაქმების პერსპექტივებს შეეხებოდა. კლუბის ფარგლებშიც, მუდმივად ხდება წარმატების ისტორიების გაზიარება და კურსდამთავრებულებისა და მოქმედი სტუდენტების პროფესიული დაკავშირება. კურსდამთავრებულების ჩართვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.