2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ!
ვისაც არჩეული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის იწურება⤵🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.🔹გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.🔷გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:🔹გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;🔹საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;🔹საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;🔹ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.მარიამი · გურამიშვილის 23 ა · ღრმაღელის მეტროს თავზე · 598 270730