ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტმა, ნოდარ ქებურიამ, მიიღო მონაწილეობა სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით, სადაც დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი.
ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პროგრამის „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლიდან შერჩეული 150 სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა და ეფუძნებოდა პრაქტიკულ დავალებებსა და უნარების დემონსტრირებას.
კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ულოცავს ნოდარ ქებურიას მიღწეულ წარმატებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას და მომავალ წარმატებებს.
ასევე მადლობას ვუხდით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელს, ბატონ ზვიად მამნიაშვილს, სტუდენტის მომზადებასა და მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.