„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე
სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებლები. ფესტივალი „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა 28-29 თებერვალს.
გამოფენაში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები.
დაინტერესებულ პირებს მიეცა საშუალება მიიღონ ინფორმაცია კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაემზადებინათ და მოეხატათ ხელნაკეთი ნივთები, ენახათ 3D პრინტერის მუშაობა და გაეცნონ მის სპეციფიკას.
სსიპ – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ორგანიზატორებისგან გადაეცა სერტიფიკატი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.