დებატების კლუბი
სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ წარმატებით განხორციელდა ექსტრაკურიკულური პროექტი „დებატების კლუბი“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პარტნიორობით ხორციელდებოდა.
კლუბის წევრები მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ დებატებში, სადაც დაეუფლნენ საჯარო გამოსვლის წესებს, ფორმალური კამათის ტექნიკებს, არგუმენტაციის სტრატეგიებს, გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
სტუდენტებმა ასევე სტუმრობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაესწრნენ საჯარო დებატებს და მონაწილეობდნენ ღია დისკუსიებში. მათ შეაფასეს გუნდების სტრატეგიები, გაანალიზეს გამოსვლების ძლიერი და სუსტი მხარეები და თავადაც შესთავაზეს რეკომენდაციები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი სავარჯიშოები, სიმულაციური დებატები და პრაქტიკული დავალებები, რაც სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, თვითპრეზენტაციის, მოსმენისა და საჯარო გამოსვლის უნარებს აუმაღლებდა. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნა დებატების მნიშვნელობა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებისა და მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.
პროექტი წარმატებით დასრულდა, სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, და კოლეჯი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს ამ შესაძლებლობისთვის.