გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“
სსიპ კოლეჯმა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ღირსეულად წარადგინა საკუთარი შემოქმედებითი ხედვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“.
კოლეჯის კონცეფცია „კლასიკური სიმფონია თანამედროვე მოტივებით“ შთაგონებული იყო კლასიკური მოდის მარადიული ელეგანტურობით და გამდიდრებული თანამედროვე ტრენდების სუფთა და მკვეთრი ხაზებით. შავი, თეთრი და წითელი ფერების ჰარმონია არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, არამედ კონცეფციის იდეის სიმტკიცესაც უსვამდა ხაზს.
კონკურსი სტუდენტებისთვის იქცა არა მხოლოდ კრეატიულ გამოწვევად, არამედ პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად. ინტენსიური პრაქტიკული მუშაობის პროცესში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ პედაგოგებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეალურ პროფესიულ გარემოში.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა წარმატებული საჯარო-კერძო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას იძლევა საგანმანათლებლო სივრცე კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალგაზრდებისთვის ინსპირირებული, რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული შესაძლებლობები შეიქმნას.
განსაკუთრებული მადლობა სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს – სტუდენტებს, პედაგოგებსა და მენტორს, რომელთა ჩართულობით მოდის სცენაზე შეიქმნა უნიკალური სინთეზი, რომელიც სტილს, ნიჭსა და განათლებას აერთიანებდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების ფარგლებში, კოლეჯს გადაეცა სერტიფიკატი დარგობრივ კონკურსში მონაწილეობისთვის