ცხადდება სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია
სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი უფლებამოსილ პირთა მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით, რომელთა რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველმა კოლეჯის კანცელარიაში ან/და ელექტრონულ ფოსტაზე profgldaniedu@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ვეკუას ქ. N44, ყოველ სამუშაო დღეებში, შაბათ- კვირის გარდა, 09:30-18:30 საათამდე.
ა) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) cv/რეზიუმე;
დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის
მოგვმართეთ ტელეფონზე: 2140314
კოლეჯის ადმინისტრაცია
თარიღი: