აპლიკანტთა საყურადღებოდ!
მადლობთ, რომ დარეგისტრირდით სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში". გაცნობებთ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული რაოდენობრივი წიგნიერების, კოლეჯის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტის, შიდა ტესტირების, მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე: vet.emis.ge
იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი ტესტირების, მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200220. პროფესიული საგანმანათლებლო ტესტის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს
აქედან, საბაზო ზოგადი უნარების ტესტირება იგეგმება 16 სექტემბერს. აპლიკანტს მხოლოდ იმ ნაკადზე შეეძლება ტესტის გავლა, რომელშიც განაწილდება. მის საგამოცდო ბარათზე ტესტირების დაწყების დრო მითითებული იქნება ნახევარი საათით ადრე, რეგისტრაციის პროცედურების გათვალისწინებით. ტესტირებისას, აპლიკანტი სპეციალურ პროგრამაში ავტორიზაციას გაივლის პირადი ნომრით, ხოლო პაროლი იქნება მის საგამოცდო ბარათზე დატანილი აპლიკანტის ID ნომერი. ამიტომ, აუცილებლად თან იქონიეთ საგამოცდო ბარათი.
დამატებით გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული პროფესიული ტესტირების, მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის შესახებ ინფორმაცია. გისურვებთ წარმატებებს...
მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებით ტურის დაწყებამდე წაიკითხეთ
ინსტრუქცია.
გისურვებთ წარმატებებს!
თარიღი: