ცხადდება სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია
სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების შესაბამისად, კოლეჯი ვალდებულია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლი კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე.
სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ვეკუას ქ. N44, ყოველ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირის გარდა, 09:30-18:30 საათამდე.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველმა პროფესიული განათლების მასწავლებელმა კოლეჯის კანცელარიაში ან/და ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: profgldaniedu@gmail.com უნდა წარმოადგინოს განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე. რეგისტრირებულ კანდიდატთათვის არჩევნების დღედ განისაზღვრა 2023 წლის 6 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის
მოგვმართეთ ტელეფონზე: 2140314
კოლეჯის ადმინისტრაცია
თარიღი: