სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ავტომობილების დიაგნოსტირება“

News Poster

როგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ეცოდინებათ ავტომობილების მოწყობილობა, მისი სისტემებისა და მექანიზმების მუშაობის პრინციპები; ისინი შეძლებენ დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდების და კომპიუტერული მოწყობილობების/ტექნოლოგიების გამოყენებით ძრავას ელექტრო და ელექტრონული სისტემების, საჭის მექანიზმის ელექტრონული მართვის სისტემების, სამუხრუჭე სისტემის ელექტრონული მართვის, უსაფრთხოებისა და გატაცების საწინააღმდეგო და განათებისა და სხვა სისტემების დიაგნოსტირებას, უწესივრობის გამომწვევი მიზეზების დადგენას. საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის და დეფექტით გამოწვეული შესაძლო რისკების განსაზღვრას.

რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
https://vet.emis.ge/#/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
  • • საბაზო განათლება;
  • • გასაუბრება.

გასაუბრება: 26.04.2022წ./27.04.2022

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (მაგ. სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის ფურცელი და ა.შ.), მოთხოვნის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მსმენელს შეუწყდება სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისი.
სასწავლო პროცესი განხორციელდება კოლეჯის კეთილმოყწობილ გარემოში;
სწავლის ხანგრძლივობა 11 კვირა - 275 საათი, 25 საათი კვირაში;

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები